ჩვენ ყოველდღიურდა გვჭირდება გარკვეული რაოდენობის სხვდასხვა საკვები ნივთიერებები. კერძოდ, ბიოლოგიური პროცესისათვის აუცილებელი ვიტამინები და მინერალები. სამწუხაროდ, ყველას გვაქსვ რიგი კვების ნაკლოვანებები, რომლებიც ძალიან ხშირია.
ორგანიზმში არსებული 7 ძირითადი დეფიციტი.
- რკინა
რკინა ერითროციტების მთავარი კომპონენტია. იგი პასუხს აგებს ორგანიზმში ჩვენი ჰემოგლობინის დონეზე და აკისრია ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუქნცია, მთელ სხეულში ატარებს ჟანგბადს. რკინის დეფიციტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: იმუნური სისტემის დაქვეითება, დაღლილობა, კოგნიტური ფუქნციის დარღვევა და ა. შ.
რკინას შეიცავს: წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები, ჩვეულებრივი ხორცი და დაკონსერვებული სარდინი.
- D ვიტამინი
D ვიტამინი აუცილებელია კანისა და ძვლების ჯანმრთელობისათვის. D ვიტამინის ბუნებრივი გზით მიღების საუკეთესო საშუალებაა მზის სხივები. მისი დეფიციტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: კუნთების სისუსტე და ტკივილი.
D ვიტამინს შეიცავს: რძე, იოგურტი, კვერცხის გული, თევზი და ა.შ.
- B12
B12 მნიშვნელოვანია ტვინისა და ნერვების სწორი ფუქნციონირებისათვის. მისი დეფიციტი განსაკუთრებით აღენიშნებათ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს. მისი უკმარისობა შესაძლოა აღინიშნოს: ხელებისა და ფეხების დაბუჟებით, თავბრუსხვევით, შეშუპებითა და მეხსიერების დაკარგვით.
B12-ით მდიდარი პროდუქტებია: თევზი, ქათამი რძე და იოგურტი.
- კალციუმი
კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლებისთვის და ნერვებისთვის. მის გარეშე ჩვენი ორგანოები ვერ შეძლებენ ნორმალურ ფუქნციონირებას. კალციუმის უკმაროსიბის დროს ვლიდნება: ძვლების სისუსტე, კრუნჩხვები და კუნთების პათოლოგიური გულის რიტმი.
კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე, რძის პროდუქტები და მწვანე ბოსტენული.
- მაგნიუმი
იგი აუცილეველი მინერალია, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის თითქმის ყველა ფუნქციაზე. მაგნიუმის დეფიციტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: მადის დაკარგვა, გულისრევა, დაღლილობა, კუნთების სისუსტე და ა.შ.
- ფოლატი
ფოლატი არის B ვიტამინი, რომელიც ბევრ საკვებში გვხდება. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის და სხვა გენეტიკური მასალის წარმოებაში. მისი დეფიტიცის დროს ვლინდება: პირის ღრუს წყლულები, თმისა და ფრჩხილების ფერის შეცვლა, დაღლილობა და ა.შ.
ფოლატით მდიდარი საკვებია: ლობიო, ოსპი და ფოთლოვანი მწვანილი.
- იოდი
იოდი აუცილებელი მინერალია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვისათვის. იგი აუცილებელია ტვინის განვითარებისათვის, მეტაბოლური რეგულირებისა და ზრდისთვის. იოდის უკმარისობა იწვევს: გულისცემის გახშირებას, ჩიყვს, წონაში მომატებასა და სუნთქვის გახშირებას.
იოდით მდიდარი საკვებია: ზღვის მცენარეები, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
Discussion about this post