არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში საპატრული პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
“ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მარტს, სოფეელ ძიმითში მოხდა.
უწყებაში აღნიშნევენ, რომ პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც პირმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა.
შს სამინისტროში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები.
რაც შეეხება გამოძიებას ის ორი მუხლით მიმდინარეობს.
“მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- უთხრეს “ნიუპოსტს” უწყებაში.
Discussion about this post