ნიორი პოპულარული და ჯანსაღი საკვებია. ჩვენ მისი სარგებელი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც ვცდივდებით. თუმცა მას ჯანმრთელობის სხვა სარგებელიც აქვს, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია.
როგორ კურნავს ნიორი ჭრილობებს, თვალებსა და ნაწლავებს: მისი 13 სარგებელი
ნიორის მძაფრი სუნი და მკვეთრი გემო ძალიან უხდება ზოგიერთ კერძს. ის ასევე შეუდარებელი სამკურნალო მცენარეა. მასში შემავალი ალიცინი შეიცავს გოგირდს. იგი მედიცინაში ფართოდ გჰამოიყენება, როგორც ეფექტური საშუალება გულისა დაავადებების, გაციების, ხველისა და ჰიპერტენზიის დროს. ნიორი ასევე შეიცავს ბევრ სასარგებლო მაკრო და მიკროელემენტებს. მოდით უფრო ახლოს გავეცნოთ მის სარგებელს.
ნიორი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. თუ მას ყოველდღე მიირთმევთ იგი ნორმალიზებას გაუწევს ნაწლავის აქტივობას და შეამცირებს შეშუპებას.
- ნიორი აკონტროლებს დიაბეტს
დიაბეტი არღვევს მრავალი სასიცოცხლო ორგანოების ფუქნციას: თირკმელები, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემებს, ასევე აუარესებს მხედველობას. ნივრის ზეთის ექსტრატი დაიცავს დიაბეტიან ადამიანებს მსგავსი პრობლემებისაგან.
- ნიორი ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ნიორი შეიცავს ალიცინის საკმარის რაოდენობას, რაც შესანიშნავი დაბრკოლებაა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს დაჟანგვისათვის, რაც ათეროსკლეროზის განვითარების მთავარი ფაქტორია. ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე ადამიანებმა ყოველდღე უნდა მიირთვან ნიორი.
- ნიორი ამცირებს არტერიულ წნევას
როგორც უკვე აღვნიშნეთ ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას. გარდა ამისა, ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან გამყარების უნარს, რითაც ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
- კურნავს თვალებს
ნიორი უხვად შეიცავს C ვიტამინს, სელენუმს და კვარციტინს, რაც მას ეფექტურს ხდის თვალის ინფექციების დროს.
- ნიორი ამსუბუქებს ყურის ტკივილს
ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ცნობილია სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებებით. ამიტომ ნივრის ზეთი ტრადიციული საშუალებაა ყურის ინფექციების დროს.
- იგი ებრძვის ნაწლავებში არსებულ ბაქტერიებს
ნიორი გამორიცხავს ნაწლავებთან დაკავშირებულ დისფუნქციებს. ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს ნაწლავების ჭიებისგან გაწმენდის პროცესში, ასევე ანადგურებს პათოგენურ ნაწლავის მიკროფლორას.
- ნიორი კურნავს გაციებას
უმ ნიორს იყენებენ ხველების საწინააღმდეგოდ. როგორც კი იგრძნობთ თქვენი მდგომარეობის გაუარესებას აუცილებლად მიიღეთ 2 კბილი ნიორი, დაჭყლეტილი, რათა თავიდან აიცილოთ გაციება.
- ნიორი კურნავს ჭრილობებს
პირველი მსოფლიო ომის დროს ნიორს იყენებდნენ, როგორც ჭრილობების დეზინფექციისა და განკურნების მიზნით.
- ნიორი ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას
დედამიწის მოსახლეობის ნახევარი დაავადებული არის აკნეთი. გაურიეთ ნიორს თაფლი და ნაღები, რათა გაიქროთ სახეზე მუწუკები.
- ნიორი კურნავს ასთმას
ნიორის მოხარშული კბილი შესანიშნავი ალტერნატივაა ასთმის სამკურნალოდ. ყოველ საღამოს ერთი ჭიქა რძე და 3 კბილი ნიორი მნიშვნელოვან შვებას მოუტანს ასთმით დაავადებულებს.
- ნიორი ზრდის ლიბიდოს
ნიორს აქვს აფროდიზიაკის ზოგიერთი თვისება, ასე რომ გამოიყენეთ იგი სქესობრივი გზისთვის.
- ნიორი ხელს უშლის კიბოს
ნიორის სისტემატიური მიღება ხელს შეუშლის საყლაპავი კიბოს განვითარების რისკს. იგი ამცირებს კანცეროგენული ნაერთების წარმოებას და ასევე ამცირებს ძუძუს კიბოს ალბათობას.
Discussion about this post