ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელებს სოციალურ ქსელში მადლობას უხდის.
გვარამია მაკას როლის შემსრულებელს, მსახიობ ნინო კასრაძეს მიმართავს და მას მსოფლიო დონის არტისტს უწოდებს:
“თქვენ შემოგევლეთ ალმოდოვარის სტილში გაკეთებულ მაღალი ხარისხის კინოში და, კიდევ უფრო, ადამიანობაში და სისწორეში Keti DevdarianiGiorgi Liponava Misha Mshvildadze Irakli Saghinadze Zuka Gumbaridze .
ნინო კასრაძეს ვერ ვთაგავ, მაგრამ აქედან ვეუბნები, რომ მსოფლიო რანგის არტისტია. კინოარტისტი თან, არა მხოლოდ თეატრის. ფენომენალურად ითამაშა სცენა. არც ვიცი, უკეთ როგორაა შესაძლებელი!
ps როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა ბადრი კოლიას აღსასრულზე, “ასე მოუვა ყველა იმ ბავშვს, ვინც არ შეჭამს ფაფას” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
😱😱😱
Gepostet von ჩემი ცოლის დაქალები am Samstag, 25. Mai 2019
Discussion about this post