მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში, ყვარელში გამართული კონცერტის კადრებს აქვეყნებს და მაყურებელს სიყვარულისთვის მადლობას უხდის.”დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის” – წერს ნინი ქარსელაძე. შეგახსენებთ, ნინი ქარსელაძისა და ქუჩის ბიჭების კონცერტი ყვარელში, მთავრობამ 6249 ლარით დააფინანსა.
ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის გვითხრა, რომ ბრძანებაში მითითებული თანხა 6249 ლარი შეცდომით არის ჩაწერილი და რეალურად, ნინი ქარსელაძე-ჟორდანიასთვის 4000 ლარის გადახდას აპირებენ. როსტომ სესიაშვილის თქმით, ამ თანხაში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ჰონორარიც შედის.
ყვარლის მერის განმარტებით, ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ მოწვევა ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა.
Discussion about this post