ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა, სკანდალური სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, საქართველო დატოვა და ახალი სიყვარულიც იპოვა. მისი რჩეული ლიბანელი ილიას აზარია, რომელსაც სატელევიზიო ბიზნესი აქვს.
მართალია, ნინა ყოველთვის გულახდილი რესპონდენტია, მაგრამ საკუთარი რჩეულების ვინაობას ყოველთვის საიდუმლოდ ტოვებდა და გრძნობების სახალხოდ აფიშირებას არ ახდენდა, რასაც ვერ ვიტყვით მის ახალ სიყვარულზე. ის სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ახალ საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ჩანს, რომ ბედნიერია.
Discussion about this post