არავისთვისაა უცნობი, რომ ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, მაგნატები, სხვადასხვა ქვეყნის სელებრითები თავს იყრიან ცეცხლოვანი გართობისთვის. მათ შორის ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ
ახალგაზრდა არაორდინალურმა ვოკალისტმა ლიზა ყენიამ, ზაფხულის მხურვალე დღეების გატარება იბიცაზე გადაწყვიტა და ამის შესახებ თაყვანისმცემლებს Instagram- დან ამცნო. არანაკლებ ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილი უკვე ქართული ბომონდის განუყოფელი ნაწილად იქცა და შესაბამისად ყურადღებაც არ აკლია.
სატელევიზიო პროექტის დასრულების შემდეგ, მშვენიერმა ლიზამ დაუვიწყარი ზაფხულის გაგრძელება მდიდრულ კუნძულ იბიცაზე გადაწყვიტა, სადაც ცნობილი DJ- ები იყრიან თავს და ცეცხლოვანი ღამეების რამდენიმე „სთორი“ Instagram- ზეც გააზიარა.
Discussion about this post