ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა ნათია დუმბაძემ და მასტერმა ერთობლივი სიმღერა სახელწოდებით “არ უყურო დროს” ჩაწერეს. ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღეს. ნათიას და მასტერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია თბილისის ყველაზე პრესტიჟულ კლუბში “ელ ცენტროში” შედგა. პრემიერაზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. ნათიას პრეზენტაციაზე ულამაზესი ვარდისფერი კაბა ეცვა.
საღამო ცნობილმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ გახსნა, შემდეგ სცენაზე მასტერი და ნათია ავიდნენ, გადაღების და ჩაწერის პროცესზე ისაუბრეს, ასევე მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
Discussion about this post