National Geographic-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მწვანე ჩაი ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტების კვლევა უკვე 22 წელია გრძელდება. მასში 100 902 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებები არ აღენიშნებოდათ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფის წევრები კვირაში სამჯერ ან უფრო ხშირად სვამდნენ მწვანე ჩაის, მათი „კოლეგები“ კი უფრო იშვიათად ან საერთოდ არ სვამდნენ.
კვლევით დადგინდა, რომ ჩაის მოყვარულებს შორის გულის და სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი საშუალოდ 20%-ით ნაკლებია, ინსულტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენს, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკის შანსები კი 15%-ით დაბალია.
Discussion about this post