ედი ოკორო ცდილობდა, თავისი შეყვარებულისთვის ხელი ძალიან კრეატიულად ეთხოვა. თავიდან იფიქრა, რომ ფლეშმობი გაეკეთებინა, ან რომანტიკულ ვახშამზე ნაცხვარში დაემალა ბეჭედი, თუმცა ეს ძალიან გავრცელებული და ნაცადი ხერხი იყო ხელის სათხოვნელად, ედის კი რაიმე ახალი და განსხვავებული უნდოდა.
მამაკაცმა ძალიან ორიგინალური რამ მოიფიქრა – ერთი თვის განმავლობაში ის იღებდა სელფებს, სადაც მისი შეყვარებული და ნიშნობის ბეჭედი ერთად ჩანდა ფოტოზე, თუმცა გოგონამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ერთი თვის შემდეგ ყველა ფოტო ფეისბუქზე ატვირთა და საჯარო პოსტით სთხოვა ხელი თავის გულის სწორს.
გოგონასგან, რაღა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო და საერთო სელფიც გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში, სადაც საცოლეს ნიშნობის ბეჭედი უკვე თითზე უკეთია.
Discussion about this post