„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, კვლევის თანახმად მოსახლეობის 36% ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან სავარაუდოდ ხელისუფლება და ოპოზიცია დგას. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ათობით გვერდი შეიქმნა, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. 59% ამ გვერდების შესახებ არ არის ინფორმირებული.
ინფორმირებული 36%-დან კი 15% ფიქრობს, რომ ყალბი გვერდების უკან ხელისუფლება დგას, ხოლო 10%-ის აზრით ოპოზიცია. უმრავლესობამ კი, რაც 60% შეადგენს, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.
საინტერესოა, რომ 15%-დან, როლებმაც კითხვას, “თუ ვინ დგას ყალბი გვერდების უკან” “სხვა” უპასუხა, შემდგომი დაკონკრეტებისას თითქმის ნახევარმა, 46%-მა განმარტა, რომ “სხვაში” “მთავრობასა და ოპოზიციას” მოიაზრებს.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.
Discussion about this post