თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებულის მეუღლემ და ადვოკატმა გაავრცელეს.
მუხთარლის მეუღლის ინფორმაციით, მას თვალის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, აქვს საშარდე სისტემის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა და დიაბეტი. ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მიუხედავად გაუარესებული მდგომარეობისა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ექიმს ამ დრომდე არ მოუნახულებია:
„აფგან მუხთარლის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში გაუარესდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია არ უტარდება ყველა მკურნალობა, რაც ასეთ ტიპის ადამიანს უნდა ჰქონდეს. მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე და რა თქმა უნდა ამაზე პასუხს აგებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და ასევე საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.
Discussion about this post