არასრულწლოვან დედას, რომელმაც 7 თვის შვილი მოკლა, 6 წლით თავიუსფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ბარბაიძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, მან ბავშვთა ევროული კონვენციით იხელმძღვანელა და რადგან მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას საბოლოდ სასჯელის ზომად 6 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. არასრულწლოვანს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც აღმოუჩენენ. არასრულწლოვან მსჯავრდებულს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც აღმოუჩენენ. მოკლული ჩვილის მამის ოჯახმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
“პარლამენტთან მიმდინარე აქციას კიდევ ერთი შვილმოკლული მამა შეუერთდება”,- განაცხადა ადვოკატმა ნონა დვალიშვილმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.
Discussion about this post