ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაუჩინარებული 23 წლის მამაკაცის სამძებრო და საძიებო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე „ლუხუნის” ხეობასა და მთებში ახორციელებენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
“მეგობრებო იშვიათად გთხოვთ რამეს, მაგრამ ამჯერად ყველა თქვენთაგანთან ერთი თხოვნა მაქვს. გთხოვთ ყველამ გააზიარეთ, რომ ეს ამბავი მთავრობამდე მივიდეს, რომ ყველანაირი ძალა გამოიყენონ იმისთვის, რომ ნიკუშა იპოვონ. ჩვენი ძმა და მეგობარი რაჭაში ნადირობისას დაიკარგა და 9 დღეა არ გამოჩენილა. მისი ძაღლი და ცხენი სახლში მესამე დღეს თავისით დაბრუნდნენ, მაგრამ ნიკუშას გარეშე” – წერს სოციალურ ქსელში დაკარგული ბიჭის ახლობელი.
Megobrebo ishviatad gtxovt rames,magram amjerad kvela tqvtagantan maq erti txovna bijebo gogoebo kacebo qalebo dzalian…
Gepostet von Nika Kirakosiani am Freitag, 31. Mai 2019
Discussion about this post