თუშეთში 27 ივლისს დატრიალებულ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა, ხოლო ერთი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
დაღუპულთანაგან სამი ერთი ოჯახის წევრები არიან. მამა ლევან შაბალაძე, მისი შვილები ლევან და გაგა შაბალაძეები, რომელიც 12 წლის იყო. როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. თუშეთში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში შორენა მარსაგიშვილი ეხმაურება.
,,ერთი ძველი ნათქვამია _ ვიღაცას გზაზე მკვდარი მერცხალი უპოვია და დაუტირებია, როგორ თუშივით გზაზე მომკვდარხარ შე უბედუროო. თუშეთის გზაზე 27 ივლისს მომხდარ ავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან სამი ერთი ოჯახის წევრია.
დაღუპულებიდან ერთი 12 წლის ბავშვია. წელი ისე არ გავა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე არ შეიწიროს ამ ჯოჯოხეთურმა გზამ, რომელსაც მიწიერი სამოთხისკენ მიჰყავს ადამიანი.
ეს ულამაზესი და ჯოჯოხეთურად მძიმე გზა თუშების სამსხვერპლოდ იქცა. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ამ გზაზე ბოლო უბედური შემთხვევა იქნება და ეს ცოდვიანი გზა როგორმე გაძღება სისხლით” – წერს შორენა მარსაგიშვილი.
Discussion about this post