ჟურნალისი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს თუ როგორ იყო 20 წუთის განმავლობაში „მილიონ-ნახევრის მფლობელიც“ და „ტაქსის გადამგდებიც“:
„მოკლედ, რაღაცა აირ-დაირია და უცებ 1200 თანამშრომლის ხელფასი ჩამერიცხა მთლიანად მე. ხოდა, მომდის მესიჯი, რომ ჩემს ანგარიშზე რამდენიმე მილიონ–რაღაცა ლარია. მე ამ დროს გუდვილის გზაზე ვარ. მირეკავს უშიშროება და მეუბნებიან, რომ სადაც ვარ ზუსტად იქ გავჩერდე და არ გადავაადგილდე. 5 წუთში აღმოვჩნდი პოლიციაში, ვერის ხეობაში რომ დგას, ახალი. ფორმალობა, საბუთები, რაღაცა, ყველაფერი რიგზეა, გამოვედი, პროსტა უკვე ღამეა. ტაქსი გავაჩერე და მივდივარ ჩემს გზაზე. ბანკომატთან შევაჩერებინე, უი, რა თქმა უნდა ბარათი დაბლოკილია:) ფული არ მაქვს. ტაქსისტს ვეუბნები, რომ ფანასკერტელზე ამიყვანოს და სახლიდან გამოვუტან. ავდივართ მთაზე და ამას გონია თურმე, რომ ტყეში უნდა შევიყვანო და დავაყაჩაღო, ცენტრს ანიშნა რაღაცა წინ პატრული უკან პატრული არანაირი ლაპარაკი, ბრახ უცებ მანქანაში და იქვე განყოფილება. 20 წუთის წინ ვიყავი მილიონნახევრის გატანაზე, 20 წუთში ვარ ტაქსის გადაგდებაზე, ყველა მე მეკაიფება“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
Discussion about this post