ზოგადად ადამიანები დიდ ყურადღებას ვაქცევთ თმის ჯანმრთელობას და საკმაოდ ბევრ ფულს ვხარჯავთ მის მოვლაში. თუმცა, ალბათ უმეტესობა თქვენგანი დაგვეთანხმება, რომ ხანდახან რთულია გავერკვეთ ჭეშმარიტებაში და ვიბნევით.
მითი: ბევრი თმის დაკარგვა ყოველთვის ცუდია
ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში 150-200 თმის ღერი ცვივა, ხოლო წლის ზოგიერთ პერიოდში ეს რიცხვი იზრდება. როცა თმა ტელოგენის ფაზას გადის, დროებით ახალი ღერები არ იზრდება და ძველები ცვივა, რათა შემდეგ მათ ადგილას ახლები გაიზარდოს.
მითი: არსებობს პროდუქტები, რომლებიც თმას სწრაფად ზრდიან
იცოდეთ, რომ ყველაზე ძლიერი ჰორმონალური პრეპარატებიც კი ვერ აჩქარებენ თმის ზრდას, მითუმეტეს კოსმეტიკური საშუალებები. ეს პროცესი გენეტიკურია.
მითი: შამპუნიც და ბალზამიც მთელ თმაზე უნდა წავისვათ.
იცოდეთ, რომ შამპუნი ასუფთავებს თავის კანს, ხოლო ბალზამი თმის ძირებს.
Discussion about this post