სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე თბილისში, მშენებლობაზე დაღუპულ მუშაზე წერს.
“მე-15 სართულიდან გადმოვარდა 40 წლამდე მამაკაცი. ხარაგაულიდან ჩამოვიდა, რომ სამუშაო ეპოვნა და ოჯახი ერჩინა სხვაგან გადახვეწილს.
შრომის ინსპექციამ სტანდარტული ტექსტით განაცხადა, რომ დარღვეულია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური რეგლამენტი და ხარაჩოების მოწყობის წესი, რის გამოც ჩამოიშალა ნაგებობა და დაიღუპა მუშა.
ოჯახები კარგავენ მამებს, შვილებს, ძმებს და ჩვენ უვრალოდ ვითვლით დაღუპულებს და ვწუწუნებთ” – წერს ირაკლი კუპრაძე.
Discussion about this post