სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელმა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
მე რომ პატრიარქი ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი – ხალხო, გიყვარდეთ ერთმანეთი. გიყვარდეთ ერთმანეთი მიუხედავად ყველაფრისა. ვიტყოდი, რომ უფლის წინაშე ყველა თანასწორია, რომ ყველამ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებასა და ცოდვებს მიხედოს. საშობაო ეპისტოლეში დავწერდი რომ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება და ხელს თუ ვერ შევუწყობთ ერთმანეთს გაბედნიერებაში, არ შევუშალოთ მაინც. ერთნაირად დავლოცავდი ჩემს მესამე ნათლულსაც და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვსაც.
სასულოერო პირებს მივცემდი კურთხევას, რომ მეტად დამსგავსებოდნენ იმ ღვთის შვილს, ვისი სახელითაც ქადაგებდნენ. ვთხოვდი ყოფილიყვნენ კეთილები, მოესმინათ სხვებისთვის და ფართოდ გაეღოთ ეკლესიის კარები შესვლის ყველა მსურველისთვის. მე რომ პატრიარქი ვიყო, ვიტყოდი, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული, რომ იმ გულში, სადაც ქრისტეა, სიძულვილს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს. ვთხოვდი ხალხს მეტი ეკითხათ (ბიბლიაც და სხვა წიგნებიც), მეტი დრო დაეთმოთ სხვებზე ზრუნვაში, მეტი სიკეთე ეთესათ. მე რომ პატრიარქი ვიყო…. ეჰჰჰ…
მე რომ პატრიარქი ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი – ხალხო, გიყვარდეთ ერთმანეთი. გიყვარდეთ ერთმანეთი მიუხედავად ყველაფრისა….
Gepostet von Tsabunia Vartagava am Sonntag, 16. Juni 2019
Discussion about this post