თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ, გადაცემაში “სთორი” მისი ოჯახის შესახებ ისაუბრა
“მე ვარ ძალიან მკაცრი დედა. ბავშვებს ჩემი შიშიც აქვთ და რიდიც… კახასთვის (კალაძე) ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელი და კარგი ადამიანები გავზარდოთ” – თქვა ანუკიმ.
“მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც – “აიფონები” და არც სხვა ძვირადღირებული ტელეფონები. არ სარგებლობენ ინტერნეტით, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით. ბავშვებუ ამას არ აპტროტესტებენ, პირიქით… ადრე, 8 საათზე ბავშვებს უკვე ვაწვენ და ვაძინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მინიმუმ 11 საათიანი ციკლი მაინც შეასრულონ, 12 არის იდეალური. ყოველ დილით ძალიან ადრე დგებიან, რადგან წყნეთიდან – სკოლაში დიდ დიღომში დადიან, ამიტომ სადღაც 40 წუთი არიან გზაში. აქედან გამომდინარე, ადრე წვებიან, ბავშვები არც ამას მიპროტესტებენ, პირიქით…”, – აღნიშნა ანუკი არეშიძემ ჟურნალისტ თათია შარანგიასთვის მიცემულ ინტერვიუში, გადაცემაში “სთორში”.
Discussion about this post