თბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას ახლობელი, ქეთევან ენუქიძე გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: “მე დედოფალი ვარ და ბანკეტზე გვირგვინით უნდა წავიდეო…
აბსოლუტურად განადგურებული ვარ… არაფრით არ შეიძლებოდა ქრისტინას სიკვდილი…” – წერს ენუქიძე სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, 20 წლის გოგონა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი ჩამოიხრჩო. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Discussion about this post