ღია ფერის სამოსიდან ჭარბი ოფლიანობის შედეგად გაჩენილი ლაქების გაქრობა კბილის პასტის წასმით ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი.
თუკი გსურთ, რომ თქვენმა ჩექმებმა იდეალური ფორმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ, მაშინ ისინი ცარიელი არ უნდა დატოვოთ მთელი ღამით. ჩადევით მათ შიგნით დახვეული ჟურნალი ან იოგის ხალიჩა და ასე შეინახეთ.
ხელის ანტისეპტიკური საშუალება არამარტო ბაქტერიებისგან დაგიცავთ, არამედ თქვენი საყვარელი სამოსის ზედაპირიდან მელანის ლაქებსა და მარკერის ნაკვალევსაც კი იდეალურად გააქრობს.
მოძრობის პირას მყოფი ღილის გასამაგრებლად შეგიძლიათ მას წაუსვათ ფრჩხილის ლაქი. ეს დიდ და პატარა ღილებზე ერთნაირად ეფექტურად იმუშავებს.
Discussion about this post