შუახნის მამაკაცს, რომელიც რძალზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა სასამართლომ გაათავისუფლა.
მამაკაცი პოლიციამ რძლის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრა. დაზარალებული მიუთითებდა, რომ მასზე მამამთილი ფსიქიკურად სისტემატურად ძალადობდა.
„ყოველდღე მეჩხუბებოდა და მამადლიდა საკვებს. მეუბნებოდა, ბევრს ჭამო… ყოველდღე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა. იძულებული ვიყავი, ავსულიყავი სახლის მეორე სართულზე და იქ ვყოფილიყავი სიცივეში…“-წერს ქალი ჩვენებაში.
66 წლის ბრალდებულს ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ ერთ წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა, პირობითი მსჯავრით შეუცვალა. განჩინებაში წერია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულს აქვს გულის იშემიური დაავადება, ის პენსიონერია და ამასთან აღიარებს დანაშაულს. ასევე მამაკაცმა პირობა დადო, რომ რძლის მიმართ იგივე ქმედებებს არ გაიმეორებს.
Discussion about this post