მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში “ფარული კონვერტი” პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
მომღერალი ამბობს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი.
“ეს იყო ბიჭი, რომელიც თვითონ აქტიურობდა. მე დავუშვი და შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მეგონა, რომ ეს იყო ის სიყვარული, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი…ამ ბიჭთან წეილადი და 2 თვე მქონდა ურთიერთობა. ისტერიული ურთიერთობა მქონდა, სულ ვტიროდი, ვნერვიულობდი, მაგრამ უსაბაბოდ ეჭვიანობა არ მიყვარს. ამ ბიჭთანაც ძალიან მძიმედ დავასრულე ურთიერთობა, თუმცა ეს იყო რომ წაიჩხუბებ და დაშორდები ამგვარი ტიპის კამათი. მე ძალიან მინდოდა მას შევრიგებოდი. ერთხელ ჩემი მეგობარი მეუბნება: უნდა გითხრა რაღაც და მზად ხარო? ზუკას აქვს ურთერთობა შენს ძალიან ახლო მეგობართან ისინი ერთად არიანო, მაშინ გავითიშე, ის გოგონა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, და ეს გახლავთ ია ტომაში, ძალიან ცუდად მოვიქეცი, მივედით მე და ჩემი მეგობრები, მის სახლთან დავწერეთ, რომ აქ ცხოვრობს ბოზი. არც ზურას და არც იას ერთხელაც კი არ უნანია თავის საქციელი, არ უთხოვიათ პატიება, ეს იყო ბომბივით აფეთქება, მე ძალიან მატკინეს გული” – იხსენებს თიკა ჯამბურია.
Discussion about this post