მაცივრის სუფთად და ორგანიზებულად შენარჩუნება კარგ ხასიათზეც გვამყოფებს და საჭმელიც არ გვიფუჭდება. ამ მეთოდებით მარტივად აარიდებთ თავს ქაოსს მაცივარში!
თაროებზე კონტეინერები მოათავსეთ: შეიძინეთ დიდი კონტეინერები და დააწერეთ თუ რომელი სახეობის პროდუქტებს ინახავთ მათში. ეს შეიძლება იყოს მარცვლეული, ხორცეული, მწვანილი. და ა.შ
გამოიყენეთ საკანცელარიო სამაგრები პაკეტებში მოთავსებული პროდუქტებისთვის: სამაგრები პაკეტებს დახურულ მდგომარეობაში შეინახავენ და მაცივარში ადგილსაც დაზოგავთ.
სოუსების ბოთლები კვერცხების ჩასალაგებელ ფირფიტებში ჩააწყვეთ: მაცივრის კარებებზე ბევრი სოუსის ბოთლი დაგიგროვდათ? შეკრიბეთ ისინი მარტივად ერთ სივრცეში.
ქილები მაგნიტებზე: ესეც სივრცის ეკონომიურ გამოყენებაში დაგეხმარებათ.
ნუ გაწმინდავთ მაცივარს მავნე ქიმიკატების შემცველი პროდუქტებით: გამოიყენეთ ლიმნისა და როზმარინის ნაზავი ნატურალური მაცივრის საწმენდი საშუალების მისაღებად.
Discussion about this post