სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისელმა ბიჭმა შეყვარებულის მაგივრად მისი დედა მოიტაცა.
“ქუთაისში, გუშინ ღამით, კურიოზული შემთხვევა მოხდა
თურმე ეს გოგო და დედამისი ღამით სასეირნოდ ყოფილან გამოსულები, ამ საწყალ ბიჭებსაც კიდე სიბნელეში შეშლიათ და დედამისი ჩაუგდიათ მანქანაში და ჯვრის დასაწერათ გააქანეს.
შემდეგ ისევ გოგოს უვაჟკაცია და შეყვარებულისთვის დაურეკია დედაჩემი მოიტაცესო. გაკვირბულმა ბიჭებმა უცებ მოხადეს ტყვეს ტომარა და რას ხედავენ, მომავალი სასიდედრო ჩაუგდიათ მანქანაში.
წავიდა ბოდიშების ხდა, თუმცა სასიდედროს წყევლას მაინც ვერცერთი გადაურჩა.”
ეს შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და საბედნიეროდ გოგო და ბიჭი უკვე ცოლ-ქმარნი არიან.
Discussion about this post