თითოეულ ადამიანს სძინავს ისე, როგორც მისთვის არის მოსახერხებელი და ამაში არაფერია ცუდი. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ მარცხენა მხარეს გძინავთ, ამით უამრავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას გადაჭრით. ჩვენ ზუსტად გეტყვით, თუ როგორ მოქმედებს სხეულის გარკვეული მდგომარეობა ჩვენს ჯანმრთელობაზე.
მარცხენა მხარეს ძილმა ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა შეიძლება გადაჭრას
რა მოხდება თუ მარცხენა მხარეს დაიძინებთ
- ხელს უშლის გულძმარვას
ადამიანის კუჭს აქვს თავისებური ფორმა. ამიტომ, როდესაც მარცხენა მხარეს გძინავთ კუჭის წვენი საყლაპავში ვერ შევა. მაგრამ ეს პროცესი კატალიზატორია გულძმარვისათვის.
- საჭმელი უკეთესად მონელდება
ეს მედიცინაში დადასტურებულია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მიზიდულობა მარცხენა გვერდზე ძილის დროს საშუალებას აძლევს საკვებს გაცილებით მარტივად გადავიდეს წვრილ ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში. თავის მხრივ, ეს პროცესი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებისთვის.
- აუმჯობესებს თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციონირებას
ეს ორგანოები ადამიანის სხეულში ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ აგროვებენ სხვადსახვა სახის ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს. როდესაც მარცხენა მხარეს სძინავთ, მაშინ ეს ყველა ელემენტი იფილტრება და თირკმელებში გადადის.
- აუმჯობესებს გულის მუშაობას
ძილის დროს გულზე საკმაოდ სერიოზული დატვირთვა მიდის. თუ მარცხენა მხარეს იძინებთ, მაშინ მიზიდულობის ძალა მასზე ნაკლებად მოქმედებს.
- ელენთის მუშაობის გაუმჯობესება
თუ მარცხენა მხარეს დაიძინებთ, ელენთა უფრო მეტ სისხლს მიიღებს. ეს პროცესი დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და მთლიანად სხეულის სხვა ფუქნციებზე.
- ლიმფური სისტემის გაუმჯობესება
ლიმფის მოძრაობა უკეთესად არის უზრუნველყოფილი, თუ ადამიანი მარცხენა მხარეს იძინებს, ვინაიდან ამ პროცესზე პასუხისმგებელი მხოლოდ მარცხენა მხარეა.
- ორსული ქალებისათვის – ნაყოფში სისხლის მიმოქცევის გაუმკობესება
გარდა იმისა, მარცხენა მხარეს ძილის დროს, სისხლი უფრო ადვილად მიედინება გულში, ის ასევე დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.
- უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა
პრაქტიკაში დაფიქსირდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მარცხენა მხარეს სძინავთ უმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა. შესაბამისად ისინი დაცული არიან სხვდასხვა სისხლძარღვთა დაავადებებისაგან, მაგალითად როგორიცაა ვარიკოზული ვენები.
- ხვრინვისგან განთავისუფლება
ზოგადად, ხვრინვა ცუდ ჩვევად ითვლება. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს პროცესი გამოწვეულია ქოშინით. თუ თქვენ ან ახლობელი ადამიანი ძილის დროს ხვრინავთ, საკმარისია შეიცვალოთ ძილის დროს სხეულის პოზიცია და ხვრინვის კვალიც მომენტალურად გაქრება.
- აუმჯობესებს ცხიმების შეწოვას
ცხიმიანი საკვები საკმაოდ საზიანოა ორგანიზმისათვის. მეორეს მხრივ, ცხიმის გარეშე არსებობაც შეუძლებელია. ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა ნაღველი, რაც ხელს უწყობს მათ ათვისებას. თუ მარცხენა მხარეს დაიძინებთ, გამოყოფილი ნაღველის რაოდენობა გაიზრდება, რაც ამ პროცესს გაამარტივებს.
- ებრძვის ცხიმოვან ღვიძლს
მეცნიერული თვალსაზრისით, ურთიერთობა მარცხენა ძილსა და ცხიმოვანი ღვიძლის პრევენციას შორის ჯერ არ არის დამტკიცებული. თუმცა მისი არსებობა პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურდა.
Discussion about this post