გთავაზობთ ძველ, მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლითაც შესაძლოა საკუთარი მომავალი იწინასწარმეტყველოთ. ადამიანთა დიდი ნაწილი ალბათ მსგავსი შეხედულებების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ნამდვილად არსებობს ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც საკმაოდ სჯერათ მსგავსი წინასწარმეტყველებების. პირველ რიგში აუცილებლად თანმიმდევრულად შეასრულეთ ყველა ნაბიჯი, შედეგი კი გაგვიზიარეთ კომენტარებში.
პირველ რიგში აუცილებელია, რომ ქვემოთ მოცემულ 9 მარტივ კითხვას ზუსტად უპასუხოთ:
- აირჩიეთ მოცემული 5 ფერიდან ერთ-ერთი: ყვითელი, ცისფერი, წითელი, შავი ან მწვანე
- რა არის თქვენი სახელის პირველი ასო
- რომელია თქვენი დაბადების თვე?
- თეთრი თუ შავი?
- დაასახელეთ თქვენ გარშემომყოფადან სუსტი სქესის ერთ-ერთი წამომადგენელი
- რომელი თქვენი საყვარელი რიცხვი
- რა უფრო მოგწონთ, ფრენა თუ ავტომობილით მგზავრობა?
- ტბა თუ ოკეანე?
- ჩაიფიქრეთ სურვილი
არჩეული ფერი:
თუ თქვენ ყვითელი ფერი აირჩიეთ: თქვენ ხართ ბედნიერი ადამიანი და გარშემომყოფებს მუდმივად ანუგეშებთ.
თუ ცისფერი აირჩიეთ ძალიან იმპულსური ხართ და გარშემომყოფთაგან მუდმიდავ ალერსს და ყურადღებას ელოდებით.
თუ წითელი ფერი აირჩიეთ ხართ ძალიამ ენერგიული და თქვენი ცხოვრება სიყვარულით არის აღსავსე.
თუ ჩამოთვლილთაგან შავი ფერი აირჩიეთ, მაშინ ძალიან მკაცრი და კონსერვატორი ხართ.
სახელის პირველი ასო:
თუ თქვენ მიერ არჩეული სახელის პირველი ასო ა-დან კ-მდე არის, მაშინ თქვენი ცხოვრება სავსეა მეგობრებით და სიყვარულით
ლ-დან რ-მდე, აუცილებლად ელოდეთ პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობას
ს-დან ჰ-მდე – ამ შემთხვევაში აუცილებლად გაგიმართლებთ სიყვარულში
თქვენი დაბადების თვე
თუ თქვენი დაბადების თვე იანვრიდან მარტის ჩათვლით არის – მომავალ წელს მოულოდნელი სიყვარული გეწვევათ
თუ აპრილიდან ივნისის ჩათვლით დაიბადეთ – აუცილებლად ელოდეთ ხანმოკლე რომანს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არ გასტანს, მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.
იმ შემთხვევაში თუ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით დაიბადეთ, მომდევნო წელი თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება და სხვადასხვა საქმეებში წარმატებებს მიაღწევთ.
იმ შემთხვევაში თუ ოქტომბრიდან დეკემრამდე დაიბადეთ, პირად ცხოვრებაში სხვადასხვა სახის სიძნელები შეგხვდებათ, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ სიყვარულ აუცილებლად ნახავთ.
აირჩიეთ ერთი-ერთი ფერი
თუ თქვენ მოცემული ორი ფერიდან შავი აირჩიეთ, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს ცვლილებები პირველ ეტაპზე თქვენთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ საბოლოოდ იღბალი მაინც გეწვევათ.
იმ შემთხვევაში თუ აირჩიეთ თეთრი ფერი, მაშინ თქვენს გვერდით არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მზადაა თქვენს გამო ყველაფერზე წავიდეს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა თქვენ ჯერ ამის შესახებ არ იცოდეთ.
ადამიანი, რომლი სახელიც თქვენ აირჩიეთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენტვის ყველაზე ერთგული ადამიანია და მას ყველაფერში შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
რიცხვი, რომელიც დაასახელეთ თქვე, მიანიშნებს თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი მეგობრების რაოდენობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩიეთ ტბა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ერთგული ადამიანი, განსაკუთრებით ერთგულებით მეგობრების მიმართ გამოირჩევით. ხოლო ოკეანის არჩევის შემთხვევაში, მუდმივად ცდიობთ, რომ ადამიანებს სიხარული მიანიჭოთ.
რაც შეეხება სურვილს, სურვილი აუცილებლად აგიხდებათ. გაუზიარე ის მეგობრებსაც.
აუცილებლად გააზიარეთ პოსტი და დააკომენტარეთ
Discussion about this post