ცნობილი ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში უფრო და უფრო აქტიური ხდება. გარდა ულამაზესი კოსტიუმებითა და გრიმით გადაღებული ფოტოებისა, თაყვანისმცემლებს ყოველდღიურ ცხოვრებას უზიარებს. ცნობილი ტელეწამყვანის ერთი უბრალო დღე ძაღლებით, კატით და ულამაზესი ეზოთი არის მოცული. გადატვირთული და შრომატევადი გადაღებების შემდეგ წარმატებული ჟურნალისტი საკუთარი სახლის ეზოში მარტო ნებივრობს.
ცნობილი ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ კომპლექსებით და მორიდებულობით გამოირჩეოდა და ამის დაძლევაში სწორედ მისი პროფესია ეხმარებოდა.
„თავდაჯერებული გავხდი. ისევე, როგორც ყველას, ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა. ზოგი ამბობს, ნეტავ დროის მანქანა მქონდეს და 25 წლის წინ დავბრუნდე… მე კი ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს 25 წლის ვიყო და ეს ყველაფერი თავიდან გავიარო. ყველაფრის „დაკიდება“ ვისწავლე“.
Discussion about this post