ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულის, ბექა შენგელიას მოძღვარი, მამა გურამ ოთხოზორია ამბობს, რომ ყოველთვის დადიოდი საპატიმროებში, კვირაში ხუთი დღე დილიდან საღამომდე იქ იყო.
“ყველა მოძღვარს აქვს თავისი მიმართულება, ჩემი არის ციხეში ანაზღაურების გარეშე სიარული. როდესაც მაგდა პაპიძის, მოგვიანებით კი ბექა შენგელიას ამბავი გავიგე, გამიჩნდა სურვილი, მენახა. მაგდას როგორც კი გამოუტანეს განაჩენი, მასთან იმ დროიდან დავდივარ. რომ დამინახა, ჩამეხუტა, ატირდა. მე თუ მასთან შევდივარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვამართლებ. ჩემი მისიაა, როგორმე ღვთის ნათელი შევიდეს მასში, რომ შეძლოს მონანიება და მიხვდეს, რომ ღმერთი არ დასჯის ამის გამო. მაგდა ხატავს, თავისი სამყარო აქვს და ცდილობს, თავი არ მოიკლას.
ბექასთან საათობით ვსაუბრობ. ის ამბობს, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. სამჯერ ვკითხე, გათავისუფლების მანიფესტი რომ შემოვიდეს შენთან, რას იზამ-მეთქი და მითხრა, რომ უარს იტყვის.
ამბობს, რომ ციხეში იპოვა თავი, უსასრულო პერსპექტივა აქვს, რომ ღმერთი და საკუთარი თავი შეიცნოს. გარეთ ყოფნის გამო ვერ დავთმობ ამ კომფორტსო” – განუცხადა “კვირის პალიტრას” მამა გურამმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებებში ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება ბექა შენგელიას, მასუვადო, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირმა კიდე 17 წელიწადნახევარს ციხის გისოსებს მიღმა გაატარებს.
Discussion about this post