საინფორმაციო სააგენტო BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის ცენტრში დაახლოებით 15 :00 საათზე ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში ჩამოვარდა გარდაცვლილი ადამიანის გვამი, სწორედ იმ დროს, როდესაც სახლის მფლობელი ირუჯებოდა.
როგორც მომხდარის შესახებ მეზობელმა პოლიციის თანამშრომლებთა საუბრისას განაცხადა, მან გაიგო ძლიერი დარტყმის ხმა, რომლის შემდეგაც გადაიხედა მეზობლის ეზოში და აღმოაჩინა, რომ სისხლით იყო გარშემო ტერიტორია მოსვრილი. ცოტა მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გვამი ჰისროუს აეროპორტიდან აფრენილი კენიის ავიახაზების თვითმფრინავის შასის განყოფილებიდან ჩამოვარდა. სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანი უბილეთო მგზავრი იყო, რომელიც თვითმფრინავის შასის განყოფილებაში შეიპარა, საჭმელი მოიმარაგა , თუმცა აფრენისას უჟანგბადობის, ძლიერი წნევისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო ცუდად გახდა და თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.
Discussion about this post