დღეს, თბილისი 123-საჯარო სკოლის მეეცხრე კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.
შვილის დაღუპვის ფაქტს Facebook -ზე მამა, გიორგი გვარჯალაძე ეხმიანება;
„ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ … წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო…“, – წერს გიორგი გვარჯალაძე. ელენე გვარჯალაძე ცნობილი ჟურნალისტის ლულუ კახიანის შვილია. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Discussion about this post