„კომედი შოუს“ მსახიობი გივი პაპავა ცოლი მოიყვანა. მან ეს ინფორმაცია დაახლოებით 2 თვის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ნიშნობის ფოტოც გამოაქვეყნა. მისი რჩეული ულამაზესი, ნინა ნიკოლავაა. როგორ დაიწყო წყვილის სიყვარულის ისტორია, სტატიიდან შეიტყობთ.3
“ჩვენი სიყვარულის ისტორია შარშან ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში დაიწყო. თანამშრომლები ვიყავით. სიმართლე გითხრა, თავიდან საერთოდ არ მომწონდა. თვეების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ და მასთან ერთად რომ მიწევდა მუშაობა, საერთოდ არ მსიამოვნებდა” – ამბობს ჟურნალისტებთან საუბარსი გივი
თუმცა ეს მალევე შეიცვალა, გივის თქმით დაახლოებით ექვსი თვის წინ, მათი ურთიერთობა უბრალო მიმოწერით დაიწყო. “ტატუ გავიკეთე ბეჭზე და დავდე ფოტო. ამ ფოტოზე მომწერა, რა ლამაზი ფერებიაო” – თქვა გივიმ…
Discussion about this post