ლიმონიც და თაფლიც უაღრესად ჯანსაღი პროდუქტებია და მათი კომბინაცია კიდევ უფრო სასარგებლოა. მათ კომბინაციას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.
ლიმონი შეიცავს ლიმონმჟავასა და С ვიტამინს, რომლის წყალობითაც მას საოცარი თვისებები აქვს. ვიტამინი C არის ანტიქოსიდანტი, რომელიც ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს ანთებას. თაფლი ბუნებრივი დამატკბობელია, მას გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები.
- გავსებთ ენერგიით მთელი დღის განმავლობაში
სასმელი მყისიერად გაძლევთ ენერგიას, რომელიც მთელი დღე გაგყვებათ. თაფლი არის მაღალკალორიული საკვები, რომელიც ძირითადად შედგება მარტივი შაქრებისგან, როგორიცაა: ფრუქტოზა და გლუკოზა. თაფლის ერთი სუფრის კოვზი შეიხავს 64 კალორიას.
საჭმლის მონელების პროცესში, ფრუქტოზა და გლუკოზა სწრაფად შედიან სისხლში და საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ გადაიქცევიან ენერგიად. ხოლო ლიმონი ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების კატალიზატორია.
- ხელს უწყობს ცხიმის წვას
სინამდვილეში ლიმონიანი და თაფლიანი წყალი ცხიმებს წვავს, რაც წონის დაკლებას არ ნიშნავს. მკველვარებმა დაადგინეს, რომ სისხლში С ვიტამინის რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია ვარჯიშისა და დასვენების დროს ცხიმის წვაზე. ამიტომ ერთი ჭიქა თაფლისა და ლიმონის წყლის მიღების შემდეგ, არ დაგავიწყდეთ ვარჯიში.
- ასუფთავებს ღვიძლს
ლიმონი წამყვან როლს ასრულებს ორგანიზმის გაწმენდაში. ლიმონი ხელს უწყობს გლუტათიონის წარმოებას, ის ორგანიზმში ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ანეიტრალებს ტოქსინებსა და ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას. გარდა ამისა, თაფლიან-ლიმონიან წყალს აქვს შარდმდენი ეფექტი.
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
როგორც უკვე ვახსენეთ, ციტურსებს, მათ შორის ლიმონს აქვს ანტიოქსიდანტური თვისება. მასში შემავალი ფლავანოიდები ორგანიზმს ეხმარება საჭმლის მონელებასა და ათვისებაში. თაფლი ხელს უშლის და აგარიდებთ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა გასტრიტი და კუჭის წყლული. თაფლისა და ლიმონის წყალი ასევე აძლიერებს ნაწლავის მოძრაობას, ეს ეფექტურად დაგეხმარებათ შებერილობის დროს.
- კურნავს აკნეს
თაფლისა და ლიმონისგან შემდგარი წყალი ხელს უწყობს ნაწლავებს სასარგებლო მიკროფლორის განვითარებაში, რაც მომენტალურად მოქმედებს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, ლიმონის წვენი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას აკნეზე. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის საკმარის წარმოებას, რაც ჩვენს კანს ამკვრივებს და და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნაში.
- ებრძვის ყელის ინფექციებს
თაფლისა და ლიმონის კომბინაცია შესანიშნავია ყელის ტკივილის დროს. თაფლი ამშვიდებს ყელს ტკივილის დროს, ხოლო ლიმონს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები. ყელის ტკივილის დროს თაფლისა და ლიმონის წყალი უნდა მოიხმაროთ თბილი სახით და ასევე ზომიერად.
- ააქტიურებს იმუნურ სისტემასა და მოქმედებს, როგორც პროფილაქტიკური საშუალება
როგორც უკვე ზევით ვახსენეთ, ლიმონის შემადგენლობაში შედის ვიტამინი C და ფიტოელემენტები, როგორიცაა ალკალოიდი, ფლავონოიდები, ფოლიუმის მჟავა და სხვა. ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემასა და სხეულის ჯანმრთელობას.
როგორ მოვიმზადოთ თაფლისა და ლიმონის წყალი:
გამოწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი თბილს წყალში;
აურიეთ ერთ კოვზ თაფლში.
დალიეთ ეს წყალი დილით, სასურველია კბილების გახეხვის შემდეგ.
ამ სასმელის რეგულარული მიღება დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას!
გთხოვთ აუცილებლად გააზიარეთ სტატია, რათა თქვენმა მეგობრებმაც ნახონ
Discussion about this post