ალაბთ ბევრი ჩვენგანი ვინახავთ მაცივარში მწნილის ქილას, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მწნილის გამოყენების შემდეგ დარჩენილი სითხე მრავალ რამეში გამოიყენება. როდესაც გაეცნობით ამ საოცარი სითხის გამოყენების მეთოდებს, ასე ადვილად აღარასდროს გაიმეტებთ მას გადასაღვრელად.
საუბარია დამარილებული კიტრის მწნილზე, მარილის და ძმრის (და არა შაქრის) შემცველობით.
მაშ ასე:
- ეს წვენი ხელს კურნავს კუჭის აშლილობას.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ამ წვენში შემავალი მჟავა დაგეხმარებათ დააიბალანსოთ მჟავიანობის დონე თქვენს კუჭში და კვლავ ჯანმრთელად იგრძნოთ თავი.
- გამოიყენება კოღოს ნაკბენებზე
წაისვით წვენი ნაკბენზე. მასში შემავალი ძმარი დააწყნარებს კანს და შეაჩერებს ქავილს. ოღონდ ამის მერე არ დაგავიწყდეთ კანზე დამატენიანებელი კრემის წასმა, კანი რომ არ გამოგიშრეთ.
- უბრუნებს სიცოცხლეს დამჭკნარ მცენარეებს
შეგიძლიათ მოდუნებული და ჩამომჭკნარი მცენარის მორწყვისას წყალში კიტრის მწნილის წვენი გაურიოთ. ის უამრავ კალიუმს შეიცავს და აბალანსებს ნიადაგის ჟავიანობას. თქვენი მცენარე კავლავ გამოცოცლდება.
- სასარგებლოა კრუნჩხვების დროს
მწნილის წვენი შეიცავს ნატრიუმის და კალიუმის მაღალ დონეს. მკვლევარები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულნი, რატომ ხდება კრუნჩხვები, მაგრამ გაუწყლოება და ელექტროლიტების ნაკლებობა მის გამომწვევას ხელს უწყობს. ასე რომ, თუ მიირთმევთ ერთ ან ორ ჭიქა მარინადის წვენს, ის დაგეხმარებათ კრუნჩხვების თავიდან აცილებაში
- დაგეხმარებათ ნაბახუსევზე
ალბათ ბევრს გამოუცდია, რა უსიამოვნო განცდა ეუფლება ადამიანს ნაბახუსევზე. გაღვიძებისას მიირთვით მომცრო ჭიქით მწნილის წვენი. როგორცამბობენ, რომ ის სასწაულებს ახდენს.
- ასუფთავებს სპილენძს
უმეტეს ჩვენგანს სახლში აქვს სპილენძი, მაგრამ რეგულარული მოვლის გარეშე ის ხშირად მწვანდება. გაასუფთავეთ სპილენძი მწნილში დასველებული ქსოვილით და ნახავთ როგორ გაწკრიალდება.
- 7.ინახავს საკვებს გაფუჭებისგან
თუ სახლში ბოსტნეული გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ მისი მომზადების დრო, გაფუჭებამდე ჩადეთ მწნილის წვენში. ის კიდევ ერთი კვირა შეინახება.
- კოქტეილები
შესაძლოა არ იყოს ადვილი, დაიყოლიოთ სტუმრები გასინჯონ კოქტეილი მწნილის არომატით. თუმცა გარწმუნებთ მას არაერთი ადამიანი უცდუნებია. უბრალოდ, დაასხით ყინულზე ერთი ჭიქა არაყი და ორი ჭიქა წვენი დაუმატეთ. კარგად შეანჯღრიეთ და ჩამოასხით მარტინის ბოკალში. მირთმევისას ზომიერებას ნუ დაივიწყებთ.
- ეხმარება გულძმარვის დროს
შეურიეთ ცოტაოდენი დამარილებული წვენი ერთ კოვზ თაფლს. მისი მირთმევა გულძმარვას შეგიმსუბუქებთ.
- კლავს სარეველებს
მწნილის წვენი არის სარეველების ბუნებრივი მკვლელი და სასწაულებს მოახდენს თქვენს ბაღში და ქვის ფილებს შორის. სარეველებს დაასხით მარილიანი წვენი და ისინი გაქრება.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვების მომზადებისას
გამოიყენეთ მარილიანი წვენი სალათის მომზადებისას, შეგიძლიათ ის შეურიოთ არაჟანს და მოასხათ სალათს. ზოგიერთი დამარილებულ წვენს ხორცის მარინირებისთვისაც იყენებს და ძალიან კმაყოფილია.
- არბილებს მზის დამწვრობას
დაასველეთ ბამბა წვენში და დაიდეთ დამწვრობაზე. ეს შეგიმსუბუქებთ წვის შეგრძნებას და შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას მზით დამწვრობის შემდეგ.
- ამშვიდებს ყელის ტკივილს
როდესაც გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ, დალიეთ ერთი კოვზი მარინადის წვენი. ძმარი ბევრ შინაურ სამკურნალო საშუალებაში გვხვდება და ისეთივე ეფექტურია, როგორც ხველების საწინააღმდეგო სიროფი, ოღონდ ქიმიის გარეშე.
ამის მერე აღარასდროს მოგინდებათ მწნილის წვენი კანალიზაციას გაატანოთ.
Discussion about this post