კვერცხის სარგებელი აშკარაა! ის შეიცავს ყველა იმ საკვებს, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება ნორმალური ცხოვრებისთვის. მაგრამ ყველა კვერცხი სასარგებლო არ არის.
კვერცხის გულის ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ქათმის ჯანმრთელობაზე.
კვერცხის სარგებლობა: კვერცხის გულის ტესტი
კვერცხის გულის ფერი განსაზღვრავს ქათმის ჯანმრთელობას. ბაზარზე უამრავი სახის კვერცხის არსებობს: ფერმის კვერცხი, ადგილობრივი ბაზრის კვერცხი და სუპერმარკეტის. მოდით გავიგოთ, რომელია ყველაზე სასარგებლო და ნოყიერი.
ესე იგი ჩვენ გვაქვს სამი ტიპის კვერცხი. თითოეული ჯიშის გატეხილი კვერცხი მოათავსეთ ცალკეულ ჭურჭელში. აი, რისი დანახვა შეგიძლიათ:
ადგილობრივ ბაზარზე ნაყიდი კვერცხის გულის ფერი მოყვითალო-ნარინჯისფერია, ისევე როგორც სუპარმარკეტის, ხოლო ფერმის კვერცხის გული ნარინჯისფერია.
შეგიძლიათ გამოიცნოთ რომელი მათგანია ყველაზე სასარგებლო და ნოყიერი? ყველაზე სასარგებლო ნარინჯისფერის გულის მქონე კვერცხია.
- რატომ არის საუკეთესო ნარინჯისფერის გულიანი კვერცხი?
მარტივად რომ ვთქვათ ეს ფერი მიუთითებს ქათმის კარგ ჯანმრთელობაზე. ხოლო მეცნიერულად, საძოვრებზე გაზრდილი ქათამი ნარინჯისფერი გულიან კვერცხს დებს.
ფერმის ქათმების დღის რაციონი ჯანსაღი და დაბალანსებულია. გარდა ამისა, ისინი მიირთმევენ ბალახს, მწერებს, ზოგადად ყველაფერს, რაც მათ დღის რაციონს იდეალურს ხდის. ისინი იღებენ საკმარის მზის სხივებს და იზრდებიან ბუნებვრივ გარემოში. ამიტომ, საძოვრებზე გაზრდილი ქათამი უფრო ჯანსაღია და მათი კვერცხიც მეტად სასარგებლოა.
- ყვითელი გული: მართლაც ესეთი ცუდია?
დიახ, ეს სიმართლეა. ყვითელი გული მქონე კვერცხებს დებენ ქათმები, რომელთაც არასდროს უნახავთ მზის სხივი და ბალახი. მათი დღის რაციონი მხოლოდ ბოსტნეულისაგან შედგება. მსგავსი ქათმების რაოდენობა ფერმაში მოგების მიზნით არიან. შეეცადეთ არ შეიძინოთ მსგავსი კვერცხები, ვინაიდან მათი კვერცხის კვებითი ღირებულება ძალიან დაბალია.
- რაზე მიუთითებს მოყვითალო-ნარიჯისფერი კვერცხის გული?
მსგავსი ფერის კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ყვითელ გულიანი კვერცხი. სავარაუდოდ, მსგავსი ქათამი არ გაზრდილა ბუნებრივ გარემოში. მაგრამ მსგავსი ქათმების მიერ დადებული კვერცხის კვევბითი ღირებულება უფრო მაღალია.
Discussion about this post