კვარიათში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობას შტორმის შესახებ აფრთხილებს.
ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.
“დამსვენებლებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები” – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Discussion about this post