სომეხი გოგონა, არმინე არუთინიანი, რომელმაც “გუჩის” ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში ჩამოვიდა.
არმინე მოდის კვირეულის ფარგლებში „დალოოდის“ ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას. გოგონა გასულ ღამეს, ერთ-ერთ რესტორანს ესტუმრა, საიდანაც Instagram Story გამოაქვეყნა. მის ობიექტივში ქართველი პოლიტიკოსები – თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოხვდა. როგორც ირკვევა, პოლიტიკოსები მოდელის გვერდით მაგიდასთან ისხდნენ.
Discussion about this post