მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ სასაფლაოებზე მოხეტიალე იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას arab news-ი ავრცელებს.
შემთხვევა ეგვიპტის სოფელ კაფრ ალ-ჰოსარში მოხდა. მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რის გამოც ის ხშირად მიდიოდა სახლიდან და იკარგებოდა. ერთერთი დაკარგვის დროს ადგილობრივ საავადმყოფოში მომუშავე ნათესავმა მათ აცნობა, რომ კლინიკის პროზექტურაში უცნობი მამაკაცის ცხედარი იყო დასვენებული.
ოჯახმა გვამის დათალიერების შედეგად მამაკაცი ამოიცნო და 21 მარტს დაკრძალეს კიდეც.მაგრამ სულ ახლახან, გასულ უქმეებზე ახალგაზრდების ჯგუფმა დაკარგული მოჰამედი სასაფლაოზე იპოვა
Discussion about this post