ცნობილია 16 წლის გოგოს ვინაობა, რომელმაც ამ დილით სოფელ აღაიანში 7 თვის შვილი გაგუდა და შემდეგ სახლიდან გაიქცა. დანაშაულში ბრალდებული მარიამ შალამბერიძეა. მას ბრალი უკვე წაუყენეს. მარიამ შალამბერიძის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ბუნებრივია გარგძელდება გამოძიება, ჩატარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ბრალის წარდგენა სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა ჯერ არ გადმომცემია საქმის მასალები და ამიტომ დამატებით ვერაფერს გეტყვით“ , – განაცხადა 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის საქმეზე მოკლველა დაიწყო2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს. გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.
ბრალდებული ახლობლების ახლობლები აღნიშნავენ, რომ გოგონა კარგი დედა იყო, სანამ 21 წლის ბიჭთან მიმოწერას გააბამდა.
Discussion about this post