თქვენი ფრჩხილების მდგომარეობა ბევრ რამეზე მეტყველებს, იგი გვიჩვენებს გაქვთ თუ არა რაიმე დაავადება ან ანთება.
როგორ უნდა შევამოწმოთ ეს ყველაფერი? ამისათვის ნამდვილად არ არის აუცილებელი სამედიცინო განათლება ან ექიმი. საკმარისია ისიც, რომ ფრთხილად შეისწავლოთ თქვენი ფრჩხილები – მათი ფერი, ფორმა, ნუნები და ზომა. თუ გსურთ ამის შესახებ უფრო მეტი იცოდეთ, განაგრძეთ კითხვა.
- ფრჩხილების გასქელება კანის მეშვეობით
მაშასადამე, ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია ფრჩხილების გასქელება კანის მეშვეობით. ეს მიუთითებს ღვიძლის დაავადებაზე ან ნაწლავების ანთებაზე. ასევე ყურადღება მიაქციეთ გაწუხებთ, თუ არა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.
- მშრალი, მტვრევადი ფრჩხილები
მშრალი, მტვრევადი ფრჩხილები ძირითადად ასოცირდება ბაქტერიულ ინფექციასთან, ჰორმონალურ დისბალანსთან და სოკოვან დაავადებებთან, თუმცა ასევე არ უნდა გამორიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიც.
- როგორია ჯანმრთელი ბრჩხილები
ჯანმრთელი ფრჩხილების ნიშანია გლუვი ზედაპირი და უხილავი ზოლები. თუ თქვენ პირიქით გაქვთ, ესე იგი ეს მიუთითებს ართრიტის ან რკინის უკმარისობაზე.
კიდევ რისი თქმა შეიძლება ფრჩხილებზე?
- შესამჩნევი სიცარიელე
თუ ფრჩხილებზე შესამჩნევი სიცარიელეა, ეს მიანიშნებს შემაერთებელი ქსოვილის დარღვევაზე. სხვა მიზეზებთან ერთად შესაძლოა იყოს – თუთიის დეფიციტი ორგანიზმში. ასევე მიუთითებს გულისა და ღვიძლის დაავადებებზე.
- ბზარების გაჩენა ან ქეცვლა
ფრჩხილებზე ბზარების გაჩენა ან ქერცვლა მიუთითებს, არასრულფასოვან კვებაზე. ეს ხდება ფოლიუმის მჟავისა და C ვიტამინის დეფიციტის გამო.
- სქელი ფრჩხილები
სქელი ფრჩხილების არსებობა მიუთითებს ფილტვების დაავადებაზე, სოკოვან ინფექციაზე ან ფარისებრი ჯირკვლების პრობლემაზე.
- თუ თქვენი ფრჩხილები ჯანმრთელია, ისინი აუცილებლად ვარდისფერი იქნება და თეთრი ძირებში. სხვა ფერის არსებობა მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემებზე.
ეს რვა ნიშანი აუცილებლად დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ფრჩხილების მოვლაში.
Discussion about this post