თბილისის მერის მეუღლე, ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.
ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ Instagram-ის საკუთარ გვერდზე აუზში გადაღებული ინტიმური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კაცი და ქალი ზურგით არიან გადაღებული, ფოტო შავ-თეთრია და, სავარაუდოდ, მასზე უცნობი ადამიანები არიან აღბეჭდილი. თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები დაეჭვდნენ, აღნიშნული ადამიანები თავად ანუკი და მისაი მეუღლე კახა კალაძე ხომ არ არიან.
დიზაინერმა ფოტოს აღწერაც დაურთო, საიდანაც ვიგებთ, რომ აღნიშნული ფოტო ტომ ბიანჩის ეკუთვნის და ის 1992 წელსაა გადაღებული.
დიზაინერი რამდენიმე წელია ფოტოგრაფიითაა გატაცებული, Instagram-ზე საკუთარი ნამუშევრების გვერდიც აქვს, სადაც დროდადრო ფოტოებს აქვეყნებს. მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 13 წელია ერთად არიან, წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მათ ჯვარიც დაიწერეს.
სრულად: https://sputnik-georgia.com/
Discussion about this post