როდესაც პირველად ვხვდებით ადამიანს, ყველაზე ხშირად ვუყურებთ მის სახეს, მის თვალებს, მის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ვცდილობთ გავიაზროთ მისი ჩანაფიქრი, გავშიფროთ მისი პიროვნება.
გარდა ამისა ხელის თითსაც შეუძლია ბევრი რამ თქვას ადამიანის შესახებ: ნებისყოფის, ძირითადი ხასიათის თვისებებისა და პიროვნული თვისებების შესახებ. შეხედე შენს თითს. რომელი ვარიანტია თქვენთვის შესაფერისი?
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვარიანტი A აირჩიეთ
თუ თითის მეორე ფალანგა პირველზე გრძელია. ფალანგების ასეთი თანაფარდობა მიუთითებს იმაზე, რომ თითის მფლობელი საიმედო და სანდო ადამიანია. ასეთი თითების მფლობელები ძალიან დაკვირვებულები არიან და ობიექტურად უყურებენ ყველაფერს.
იქცევიან გააზრებულად და წინდახედულად. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს აურზაურის გარეშე და არ აშენებენ ოცნების კოშკებს. ისინი ვერ იტანენ ხანგრძლივ ზეწოლას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ გონებრივ შესაძლებლობებს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვარიანტი B აირჩიეთ
იმ შემთხვევაშ პირველი და მეორე ფალანგა დაახლოებით იგივეა. ამ ადამიანებს ურჩევნიათ იმოქმედონ წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გრძნობენ თავს კომფორტულად და მშვიდად.
ისინი თავიანთ ემოციებსა და გრძნობებს საიდუმლოდ ინახავენ და თავს უფლებას არ აძლევენ იცხოვრონ დღევანდელი დღით. ისინი მუდმივად ფიქრობენ მომავალზე და იმაზე, თუ რა შედეგებს გამოიღებს მათი ნებისმიერი ქმედება. ასევე აქვთ მოქნილი გონება და გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით. ისინი მრავალმხრივი ბუნებით გამოირჩევიან და კარგი მოსაუბრეები არიან.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვარიანტი C აირჩიეთ
იმ შემთხვევაში თუ პირველი ფალანგა მეორეზე გრძელია. ეს ხალხი გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან. მათთვის სიყვარული და პირადი ურთიერთობები უმთავრესია. ასეთ ადამიანთან არ მოიწყენთ, რადგან მეორე ნახევრის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხართ!
ძირითად შემთხვევებში მოქმედებთ სპონტანურად, წინასწარ არ ფიქრობთ თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეული პრობლემების წინაშე გაყენებთ.
Discussion about this post