უფლებადამცველის, ირინა ტორონჯაძის ქმარი ლევან სამყურაშილი, ჟურნალ “სარკესთან” ირინას გაცნობის შსახებ ყვება.
ლევანი ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს ადამიანების თვაისუფლებასა და ზოგადად თანასწორობაზე ერთნაირი შეხედულებები აქვთ.
“ირინა პირველად ტელევიზორში დავინახე და მომეწონა. შემდეგ “ფეისბუქით” მივწერე და ავუხსენი, რომ არც მანიაკი ვიყავი და არც მექალთანე. დრო დამჭირდა ირინასთვის აემეხსნა რომ “გრუზინი” ტიპი არ ვიყავი. თავიდან სურვილი მქონდა, მამაკაცებზე მისი წარმოდგენა შემეცვალა. მინდოდა, მეჩვენებინა რომ თავის გამოსვლებში მამაკაცებთან მიმართებაში ძალიან ცდებოდა, მაგრამ ამ პროცესში ისე მოვიხიბლე, შედეგი სახეზეა. აღმოჩნდა, რომ იმ ძირეულ საკითხებზე რაც ქალისა და მამაკაცის თავისუფლებას ეხება, ერთი აზრი გვქონდა. ირინას შეხედბულებებს ვაფასებ, მაგრამ ჩემი აზრი ყოველთვის მაქვს. პაემანზე მეც შეშნიბეული მივედი, რომ ტაფა არ მომხვედროდა თავში. რატომღაც საქართველოში ბევრს ლიბერალიზმი სხვა რაღაცეებში ერევა. რეალურად კი ლიბერალიზმი სამ ფუნდამენტალურ ღირებულებაზე დგას, ესაა – თანასწორობა, ტოლერანტობა და თავისუფლება. ირინას ეკრანზე რომ ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი, ძალიან ქალური ნატურა იდგა და არც შევცდარვარ. რაც კი შეიძლება ქალს კარგი თვისება ჰქონდეს ყველაფერი მასშია თავმოყრილიდიდი”, – ამბობს ლევან სამყურაშვილი.
Discussion about this post