ბლოგერი გურამ შეროზია, ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელში, საკუთარ Facebook გვერდზე წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“იცით, რატომ ვართ ქვეყანა კი არა სალობიე?
– ქალმა ბავშვს სახე დაუსერა და ხალხი გამვლელ კაცს აგინებს, რეაქცია არ ჰქონდაო. თან ქალი რომ არის ამიტომ დავესხით თავს, რა წესიაო. (დაუსერა, სახე, 3 წლის ბავშვს)
– სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად, ომში ჩვენი დამადანაშაულებელი, მკვლელების შემწყალებელი, ორი სიტყვის ვერ გადამბმელი, ა.შ.
– მინისტრი, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა – დავაწინაურეთ და ახლა პრემიერია (ან ვაწინაურებთ, არ ვიცი რამდენად ზუსტი ინფოა)
– არ მოგვწონს ხელისუფლება და აბა მიშა გინდათო? ანუ თუ ეს არ მომწონს, არიქა – მიშას ფანი ვყოფილვარ
– ვინც პრაიდი (პარადი) არ დავგმეთ – ყველას გეებს გვიწოდებთ (იმდენი თქვენი დედა მოვტ**ნ, განა რამე, უბრალო მტკიცებულების სახით, რომ გეები არ ვართ)
– იმაზე ვკამათობთ, პარიზის ღვთისშმობლის ტაძრის დაწვა უფრო უნდა გვტკიოდეს, თუ ამაზონის
– ყვითელი გადაცემები დახურეთო და არა და მათ აქვთ ყველაზე დიდი რეიტინგი
– ფეიკ პროფილებს ვხსნით, რომ ვინმეს ვაგინოთ და თავი კაცი გვგონია
– ვინ ვისთან იწვა დღემდე ყველაზე აქტიალური თემაა, ვაკანსიებს კიდევ ვიწუნებთ ბირჟაზე ათ წლიანი სტაჟის მქონე ხალხი, აბა 1500 ლარზე ნაკლები რა ფულიაო.
– ქალებს ვირი კაცების დიდი ნაწილი ისევ ისე უყურებს, როგორც ხორცს, ან მორჩილს, ან შეზღუდული უფლებების მქონე არსებას.
– შვილების ოჯახებს ისევ მშობლები და უარეს შემთხვევაში – ნათესავები განაგებენ…
ელენა როცა მუცელში იყო, ბევრი ვიფიქრეთ, ამერიკაში გაგვეჩინა თუ არა, რომ მოქალაქეობა ჰქონოდა, ა.შ. მერე, რაღაზე ვრისკოთ, თავისით მიაღწევს ყველაფერს და თუ მიუნდება წავაო და აქ გავაჩინეთ.
იმედია ოდესმე მაპატიებ შვილო მანამდე კიდევ – მამაშენი ალბათ შეაკვდება ამ სიბნელის განათებისთვის, სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლას და იმედს არ დაკარგავს, რომ სულ სულ ოდნავ მაინც გაუმჯობესებულს დაგახვედრებს ამ ყველაფერს, სანამ შენ უდარდელი ბავშვობით დატკბები და ამ უბედურებებს ცხვირით სანამ შეასკდები.
მაპატიე კიდევ ერთხელ. ❤”
Discussion about this post