22 ივნისს თბილისში, კერძოდ ავჭალაში, მომხდარ საზარელ ავარიას რუსთაველი ქალი, მარიამ ყველიაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დიდი სიჩქარით შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი, მარიამ ყველიაშვილი. მისი მეუღლე და 6 წლის შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეუღლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მარიამი დაოჯახებამდე რუსთავის მე-8 მიკრორაიონში ცხოვრობდა და სკოლა “საუნჯეში” სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა. თბილისში გადასვლის შემდეგ კი გლდანის №209 სკოლაში მუშაობდა.
ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
Discussion about this post