დღეს გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც მამასთან ერთად აფხაზეთში დააკავეს და დედას უვნებლად დაუბრუნდა, თავს კარგად გრძნობს.
“ბავშვი ნაპოვნია. ჩემი თიკო ჩემთანაა. მადლობა შსს თითოეულ ქვედანაყოფს, დეპარტამენტს , თითოეულ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა თიკოს დაბრინებასა და ჩემს მეორედ დაბადებაში. ნადლობა იმ თბილი მოკითხვისთვის უცნობსა და ნაცნობს. ხოლო იმათ გასაგონათ დედას რო ნლანძღავდნენ და ტვიის ღირსიაო წერდნენ მლე გაიგებთ ბავდვი რა გზებით და რა პირობებში ატარა მამამ აფხაზეთამდე. მადლობა უფალს.” – აცხადებს ბავშვის დედა თაკო გოქსაძე.
ქალი შვილს 1-ლი ივლისიდან ეძებდა. რაც შეეხება მამას, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ბეგლარ წილოსანი.
ნაპოვნი გოგონა ენგურის ხიდზე დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს, მამაკაცი კი ამ დროისთვის გალის იზოლატორშია მოთავსებული.
გოგონას ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. „შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი, ჩვენი და სუს-ის ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი დედას უვნებლად დაუბრუნდა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბავშვი ნაპოვნია. ჩემი თიკო ჩემთანაა. მადლობა შსს თითოეულ ქვედანაყოფს, დეპარტამენტს , თითოეულ ადამიანს ვინც წვლილი…
Gepostet von Tako Gogsadze am Dienstag, 9. Juli 2019
Discussion about this post