ბაჩანა შენგელია დედის, ია კერზაიას გარდაცვალების ახალ დეტალებზე საუბრობს ის დედის გარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები, რათა დადგინდეს, ია კერზაიას ინსულტი სტრესს უკავშირდება თუ არა.
„გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ია კერზაიას საქმის გაყალბებაში, მისი საქმის გამოუძიებლობაში ჩართულია მთელი სისტემა, მთელი სამთავრობო მანქანა და გუშინდელი პასუხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო,“ – ამბობს შენგელია.
Discussion about this post