ჩვენ ყველა ინდივიდუალური ვართ. ჩვენი სხეული არავის არ ჰგავს. შესაბამისად სხეულის ყველა ნაწილი ინდივიდუალურია. მათ შორის ჭიპიც. მუცლის ფორმა ცხოვრების ყველა ეტაპზე იცვლება, ორსულობის, ჭრილობისა თუ პირსინგის შედეგად. ეს ყველაფერი თავის კვალს ტოვებს.
გავრცელებულია თეორია, რომ ჭიპის ფორმა განპირობებულია ადამიანის მახასიათებლებით.
მოდით ვნახოთ.
1გამოწეული ჭიპი
მსგავსი ჭიპი მიანიშნებს მისი მფლობელის ძლიერ ხასიათზე. მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, პატივისცემა და სიყვარული თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
- დიდი და ღრმა ჭიპი
ასეთი მუცლის პატრონი უაღრესად კეთილი ადამიანია. თქვენ არსდროს ახვევთ გარშემომყოფებს საკუთარ პრობლემებს, არ ხარ მათზე ჩამოკიდვას შეჩვეული. ასევე გამოირჩევით ინტელექტით.
- პატარა ჭიპი
თქვენ იცით, თუ როგორ უნდა შეინახოთ საიდუმლოებები და მშვენივრად გესმით სხვა ადამიანების ნაკლოვანებების. მსგავსი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ნათესავებსა და მეგობრებს ენდობა. ასევე საკმაოდ სკეპტიკურად ხართ განწყობილი ცხოვრების მიმართ.
- მრგვალი ჭიპი
ასეთი მუცელი მეტყველებს მისი პატრონის დაბალ ენერგეტიკულ დონეზე. თქვენ არ ხართ დაინტერესებული ხელსაქმით, არ გიზიდავთ ფიზიკური დატვირთვა. თუმცა საკმაოდ გონიერი ადამიანი ბრძანდებით.
- ოვალური ჭიპი
მსგავსი ჭიპის პატრონები გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით. თქვენ ძალიან მგრძნობიარე და მოუთმენელი ბრძანდებით.
- ფართო ჭიპი
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან გონებრივი სიფხიზლით. თქვენ ნებისმიერ დროს მზად ხართ პრობლემის გადასაჭრელად. თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპია, ისე მოექცეთ ხალხს, როგორც თვითონ გექცევიან.
Discussion about this post