Მინდა უძილობასთან ბრძოლის ჩემეული მეთოდი გაგაცნოთ,თავიდან სისხლის განდევნას ძილის წინ საყელოს ზონის მასაჟი აუმჯობესებს,უმჯობესია ეს გაიკეთოთ სპეციალური იპლიკატორი რომელიც აფთიაქში იყიდება. დაიორთქლოს ტერფები, ამისთვის წყალი უნდა იყოს ძალიან ცხელი, ფეხები თანდათანობით ჩაყავით წყალში დაიწყეთ ქუსლებით. პროცედურა მოითხოვს 20-30 წუთს ამის შემდეგ ძილის კლანჭებისგან თავს ვეღარ დაიძვრენთ.
თუ თვალები დაგიმძიმდათ დროს ნუ დაკარგავთ მაშინვე დაწექით დასაძინებლად. ძილი მატარებელს ჰგავს Თუ ჩაიქროლა ვეღარ დაეწევი. ძილის წინ გაიკეთეთ თბილი 36 -37 გრადუსიანი მარილის (უმჯობესია ზღვის მარილის) აბაზანა.
წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მიიღებთ. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ძილის წინ კატაბალახას ნაყენის შესუნთქვა ასეთი წესით:
იყიდეთ კატაბალახას ნაყენი ფართოყელიანი ბოთლით და კარგად თითით დაიცეთ ნესტო მეორეთ კი რაც შეიძლება დიდხანს შეისუნთქეთ ნაყენის სურნელი, არ იჩქაროთ ამოისუნთქეთ მეორე ნესტოთი,იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ ძილი მოგერევათ.
Ნერვული სისტემის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი: შავბალახას ნაყენი 1ფლაკონი ,კატაბალახას ნაყენი 1 ფლაკონი ,კუნელის ნაყენი 1 ფლაკონი ,იორდასალმის ნაყენი 1 ფლაკონი ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ ,1 სუფრის კოვზი გააზავეთ ნახევარი ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში სამ-ოთხჯერ, აუცილებლად ძილის წინ.
ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ კორვალოლის წვეთები. მკურნალობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სრულიად გაქრება უძილობის პრობლემა, ანუ კარდიონერვოზი რომელიც არ დაექვემდებარა ქიმიურ პრეპარატებს .დაავადებებს წლების განმავლობაში ვიმკით, მათგან მორჩენა კი სწრაფად გვსურს ,ასე არ ხდება. გზა პირველი ნაბიჯით იწყება და ამ ნაბიჯს თქვენ გარდა ვერავინ გადადგამს.
Discussion about this post